ქუთაისში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის გეგმას აპროტესტებენ.
მძღოლების განცხადებით, აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს, თუმცა თუკი ხელსუფლებაში საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, აქციის მონაწილეები მსვლელობების გამართვასა და საკუთარი ინტერესების დაცვას ყველა კანონიერი გზით გეგმავენ.