20 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა

საქველმოქმედო ვახშამი ხანუკას დღესასწაულზე. ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას 220 ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნესისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.

საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრებად ისრაელიდან ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხელმძღვანელობით თბილისს 20 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. ღონისძიებას თბილისის მერი და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

ვახშამზე ერთი ადგილის ღირებულება 180 დოლარს, VIP ადგილის კი - 360 დოლარს შეადგენდა. საღამოზე შეგროვილი თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებისთვის დიტო ცინცაძის ფონდს ჩაერიცხება.

დღის ამბები