მარჯვენასაჭიანი მანქანების შესაძლო აკრძალვას მოქალაქეები მანქანების ჯაჭვით აპროტესტებენ. შეკრება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და აქციაში უკვე 600-მდე მანქანაა ჩაბმული.
აქციის მონაწილეები უკიდურეს მარჯვენა ზოლში ჩადგნენ, რათა მოძრაობას ხელი არ შეუშალონ და იუსტიციის სახლიდან გალაქტიონის ძეგლამდე ჯაჭვში მანქანებით ჩაებნენ.
მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვის შესახებ შსს-ს ინიციატივა ხვალ პარლამენტში შევა. აქციის მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ საკანონმდებლო ინიციატივას.
ფოტო:არქივი