20 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
პატრიარქი დღეს დამატებით განმარტებებს საკუთარ ინიციატივაზე არ აკეთებს

პატრიარქი დღეს დამატებით განმარტებებს საკუთარ ინიციატივაზე არ აკეთებს. სამების საკათედრო ტაძარში წირვამ ქადაგების გარეშე ჩაიარა. ლიტურგიას ესწრებოდა ილია მეორე, თუმცა კათალიკოს-პატრიარქმა დღეს მრევლს მხოლოდ წმინდა ალექსანდრეს და გრიგოლის ხსენების დღე მიულოცა.

ინიციატივა შეწყალების უფლების მინიჭების შესახებ,საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა გუშინ რუსთაველის თეატრში გააჟღერა.
ილია მეორემ პრემიერმინისტრს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები