სამაშველო ჯგუფები გურიიდან და აჭარიდან ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი 7 ადამიანის გამოყვანას ამ წუთებშიც ცდილობენ. ხულოს მთებში საზაფხულო იალაღებზე უამინდობამ, დიდთოვლობამ და ქარმა სახლები დააზიანა.
სახლების შესაკეთებლად ღორჯომის ხეობიდან 7 ადგილობრივი მკვიდრი წავიდა. უხვი ნალექის გამო კი ისინი დაბაში ვერ ბრუნდებიან და დახმარებისთვის სამაშველო სამსახურებს მიმართეს.