16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ - ამ პროექტის ფარგლებში დღეს წიგნის წერილი მამისგან პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია წაახალისოს მამაკაცები, როგორც მზრუნველი მამები, ოჯახების კეთილდღეობისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ის მამები, რომლებიც პროექტ მამა წიგნი წამიკითხეს აქტივობებში იყვნენ ჩართული. პროექტის ფარგლებში ორგანიზატორებმა საუკეთესო მამიკოების საპატიო წოდების მქონე მამაკაცები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.