გადაწყვეტილება მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით მთავრობამ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე მიიღო - ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება გადამზიდავი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
განცხადების ავტორები ხელისუფლებისგან კონსულტაციების გამართვას ითხოვენ. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კანონპროეტის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით იაპონურიდან დასავლეთის ბაზრებზე გადართვა დარჩენილ ვადაში არარეალურია.
„პირველ მარტამდე შეუძლებელია სხვა ბაზრებზე გადასვლა და ეს ნიშნავს ოფისის დაკეტვას და საქმიანობის შეჩერებას. ამ ცვლილებით 500 მდე დილერს ექმნება სერიოზული პრობლემა.“ - აცხადებენ ავტოდილერები.