საქართველოს პრემიერმინისტრმა ებრაულ თემს ჰანუქის დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი სინაგოგაში მივიდა, სადაც იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც. მთავრობის მეთაურმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დღის მნიშვნელობასა და ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ სახლს, პურს და წყალს და შემთხვევით არ არის ის, რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ. თქვენ ამას იმსახურებთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.