ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს, სადაც იხსენებს როგორ ცდილობდა საქართველოს ექსპრემიერთან დაკავშირებას მისი ხლეისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რა პასუხი გასცა მას ყოფილმა ქმარმა სატელეფონო საუბრისას.
„როდესაც მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა 2011 წელს, მაშინ მოვკარი თვალი ტელევიზორში. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო. ბორისი ძალიან ჩკეტილი პიროვნება იყო, არ უყვარდა არც ინტერვიუები და არც რაიმე სხვა მსგავსი აქტივობა. არ უყვარდა ოფიციალური გამოსვლები, ყველაფერი არაოფიციალური ერჩივნა და აი უცებ, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის.
"როდესაც მოიგო არჩევნები და გახდა პრემიერმინისტრი, ვიფიქრე მივულოცავთქო, თან ვკითხავ მართალია თუ არა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი როცა ჩემზე იქორწინა, მართალი გითხრათ არ მჯეროდა, რომ მართლა ჰყავდა ცოლი. ვცადე მასთან დაკავშირება მისი თანაშემწის, კახი კალაძის მეშვეობით. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტელეფონის ნომრის გასაგებად. დიდი ხანი ვრეკავდი, ბოლოს როგორც იქნა თავად პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დამალაპარაკეს და მან მითხრა, რომ შემდეგ კვირას გადმორეკავდა. როდესაც ერთი კვირის შემდეგ დავურეკე მან არ მოისურვა ჩემთან საუბარი. ეს ძალიან მეწყინა. მივხვდი, რომ ის არ იყო პატიოსანი დამიანი,“-აცხადებს ინგა პავლოვა.