20 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
"მე არავინ დამიძახა სასამართლოში, არანაირი დოკუმენტი არ მოუციათ ხელმოსაწერად,"-ინგა პავლოვა ივანიშვილთან განქორწინებაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა მისი განქორწინების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ ის ქმარს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე გაშორდა, მისი სჯეროდა და შესაბამისად განქორწინების დოკუმენტების წარდგენა არ მოუთხოვია. 

„მან მითხრა რომ განქორწინებულები ვიყავით და მე მისი 100%-ით მჯეროდა. რადგან მითხრა ე.ი. გაყრილები ვიყავით. ჩვენ არ დაგვიდია საქორწინო კონტრაქტი და მე არ გამიწევია მისთვის წინააღმდეგობა განქორწინებასთან დაკავშირებით. რდგან მას სურდა განქორწინება, მეც დავთანხმდი. მაგრამ მე არავინ დამიძახა სასამართლოში, არანაირი დოკუმენტი არ მოუციათ ხელმოსაწერად. როდესაც ვკითხე როდის გაფორმდებოდა გაყრა მან მიპასუხა-"შენ ჩემთან განქორწინებული ხარ." შემდეგ ის მოსკოვში გაემგზავრა. მას შემდეგ 6 წელი ველოდე. არც დოკუმენტები გამოუგზავნიათ და არც არაფერი. გადავწყვიტე ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. შემდეგ უკვე youtube-ში განთავსებული ვიდეოთი ვიგებ მისი ორცოლიანობის შესახებ,“-აცხადებს ინგა პავლოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები