13 ივნისის სტიქიის შემდეგ 6 თვე გავიდა, თუმცა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების დიდი ნაწილი კვლავ დანგრეულია. დაზარალებულების გარკვეული ნაწილი ისევ კომპენსაციის მოლოდინშია. მათ შორის არის ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, რომლის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღდგენითი სამუშაოები დროში ქონების აღწერის მიზეზით გაიწელა, თუმცა ფაქტია, რომ პოსტსკრიპტუმის რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ სვანიძის ქუჩაზე ტექნიკა ამუშავდა.
მერიამ სვანიძის ქუჩაზე დახმარების მოლოდინში მყოფი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემაც დაიწყო.
ავტორი: რუსუდან დათუკიშვილი.