20 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
„გამოდის, რომ საქმე მქონია თაღლითების ჯგუფთან,“-ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან განქორწინების გაფორმებაზე საუბრობს

„როდესაც ამ დოკუმენტს დავხედე თავზარი დამეცა,"-ასე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა მისი განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის პირველად ნახვას. მისი თქმით საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა მასთან განქორწინება თაღლითურად გააფორმა და ამის შესახებ თავად პავლოვამ არაფერი იცოდა. 

"დოკუმენტში თითქმის ყველაფერი არასწორადაა მითითებული-მისამართი არასწორად წერია, საერთოდ არაა ნახსენები ივანიშვილის ქონება, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ არის ჩემი და ა.შ. განქორწინების პროცედურა საფრანგეთში მოითხოვს სასამართლოში 3-ჯერ მისვლას. მე ეს არასდროს არ გამიკეთებია. დოკუმენტაციაში ჩანს, რომ 2-ჯერ სასამართლოში ვიღაც ქალი გამოცხადდა და ჩემი როლი ითამაშა, ბოლოს კი ადვოკატის კაბინეტში გნქორწინებას ხელი მოაწერა. დღემდე გამოცანაა ჩემთვის როგორ მოახერხა მან ეს. მან მოატყუა საფრანგეთის სასამართლო და სავარაუდოდ საკუთარი ადვოკატიც მოატყუა. ადვოკტი, რომელმაც ჩვენი განქორწინება გააფორმა არასდროს მინახავს. ეს არის ადვოკატი გოლდნადელი, თვითონაც დაადასტრურა, რომ არასოდეს ვუნახივარ,“-აცხადებს ინგა პავლოვა.

ივანიშვილის ყოფილი მეუღლის განცხადებით მას შემომრჩა მეგობრები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ წლების წინ განქორწინების გასაფორმებლად ის სასამართლოში არ ყოფილა. პავლოვა ასევე განმარტავს, რომ განქორწინების დოკუმენტაციაში მითითებული მისამართები,  სადაც წერილები იგზავნებოდა მისთვის სრულიად უცნობია და იქ არასდროს უცხოვრია არც ივანიშვილთან ერთად და არც მის გარეშე.

„გამოდის, რომ საქმე მქონია რაღაც თაღლითურ ორგანიზაციასთან, უფრო სწორად თაღლითების ჯგუფთან,“-აცხადებს ინგა პავლოვა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები