20 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
P.S.-ის ჟურნალისტური ექსპერიმენტი მარჯვენასაჭიანი მანქანების შესახებ

მარჯვენასაჭიანი მანქანების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით P.S. ჟურნალისტი ჟურნალ ავტობილდის მთავარი რედაქტორთან შალვა ბუაჩიძესთან ერთად ექსპერიმენტს ატარებს და ცდილობს დაადგინოს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მარჯვენასაჭიან მანქანებს.

პირველი და მთავარი განმარტება - თუ მძღოლი გამოცდილია და წესებს არ არღვევს, მისი მართვის სტილი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში განსხვავდება საერთო სურათისგან. დარღვევები, რომლებსაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს მიაწერენ, ხშირი მოვლენაა მარცხენასაჭიანებშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ პროექტში მარჯვენასაჭიანების პრობლემის გარდა მძღოლების დაჯარიმების ახალ სისტემაზეც არის საუბარი. მათ შორის ორი ყველაზე გახმაურებული პუნქტია: 300 ლარიანი ჯარიმა ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე და მართვის მოწმობის გაუქმება ერთ წელიწადში 100 საჯარიმო ქულის დაგროვების შემთხვევაში.

ავტორი: პაატა იაკობაშვილი.

დღის ამბები