20 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მარიამ გერსამიას ჩამოშორებას თანამდებობიდან თსუ-ში სტუდენტების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა

ხმაური ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, რის შედეგადაც ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, მარიამ გერსამია თანამდებობას ჩამოაშორეს და ფორსირებულ რეჟიმში, დაჩქარებული არჩევნებით, მის თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნინო ჭალაგანიძე დანიშნეს.

მარიამ გერსამიას პროფესორთა საბჭოსგან შემდგარმა ჯგუფმა არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს მიაწოდა, 27 ნოემბერს კი მას ლექციაზე შეატყობინეს, რომ არჩევნებით ის ნინო ჭალაგანიძემ შეცვალა.

მარიამ გერსამია, რომელიც დეპარტამენტს 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ არჩევნები ეთიკის და პროცედურული ნორმების დარღვევით ჩატარდა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის სპეციალურ კომიტეტში უკვე შევიდა შესაბამისი მტკიცებულებებით.

უნივერსიტეტის რექტორი ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მიმდინარე პროცესებში ლადო პაპავა ეთიკურ პრობლემებს ხედავს და ამბობს, რომ თუ დარღვევები მართლაც არსებობს მას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. რექტორის ამ პოზიციას კი არაეთიკური უწოდეს მარიამ გერსამიას მოწინააღმდეგეებმა.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

 

დღის ამბები