20 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
იცავენ თუ არა საჯარო მოხელეები ანტიკორუფციულ კანონმდებლობას - "სგს" ანგარიშს აქვეყნებს

იცავენ თუ არა საჯარო მოხელეები ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და როგორ კონტროლდება ეს შესაბამისი უწყების მიერ? საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ძირითადი ნორმების შესრულებაზე და ამ მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზე დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო პარლამენტში ისაუბრებს.

ანგარიში 2010-2015 წლებს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კონტროლის ხარისხი თითქმის ყველა სამინისტროში ძალიან დაბალია.

მათი მთავარი რეკომენდაცია ზოგიერთ უწყებაში კონტროლის მექანიზმის შემუშავება და ზოგიერთ სტრუქტურაში ამ მექანიზმის დახვეწაა.

დღესვე ორგანიზაცია კანონმდებლებს კიდევ ერთ ანგარიშს გააცნობს, რომელიც საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობას შეეხება.

დღის ამბები