20 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართოს," - სერგო რატიანი

"ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართოს,"- ეს განცხადება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა, გააკეთა.

ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ეკლესიით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის, ერთერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, პატრიარქის შეწყალებაზე ინიციატივას მხარს არ უჭერს.

ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოეხმაურნენ.

„ერთიანობა როდესაც საქართველოში დარღვეული იყო, ეკლესიამ ეს ფუნქცია საუკუნეების განმავლობაში იტვირთა. დაფასება, ყურადღება, მოსმენა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო და საჭიროა. მათ მონაწილეობას შეწყალების კომისიაში ვფიქრობ, მათ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მათ რეკომენდაციებს. თუმცა საპატრიარქო როგორც განმარტავს, სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციის აღება არ არის მათი მიზანი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები