02 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
თურქული პროდუქტით დატვირთული ათობით ავტომობილი საქართველოდან რუსეთში გადასვლას ვერ ახერხებს

თურქული პროდუქტით დატვირთული ათობით ტრანზიტული სატვირთო ავტომობილი საქართველოს გავლით რუსეთში გადასვლას ვერ ახერხებს. ავტომობილები საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან გაჩერებული. 

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ამბობენ, რომ რუსი მესაზღვრეები გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ. მათი თქმით, მესაზღვრეები მიზეზებს არ განმარტავენ და ამბობენ, რომ მათ საბუთებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა. 

სატვირთო ავტომობილის მძღოლების თქმით, საწვავი უთავდებათ და კონტეინერები პროდუქტებით არის დატვირთული. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები რამდენიმე კვირის წინ სუ24-ის ჩამოგდების გამო დააკისრა. თურქეთმა რუსული ავიაგამანადგურებელი საზღვრის კვეთის გამო ჩამოაგდო. 

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები