ხმაური იყო თბილისში ბოჭორიშვილის ქუჩაზე - ადგილობრივი მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია ივერია სითის მფლობელ გიორგი ბერიძეს თაღლითურ გარიგებაში ადანაშაულებენ.
დაზარალებულების თქმით 2005 წელს შიდა ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ბინების სხვა მესაკუთრეზე გასხვისება მათი ნებართვის გარეშე მოხდა.
დაზარალებულები აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდნენ.