ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონის გაშენება და სხვადასხვა ცენტრების მოწყობა იგეგმება. ამას ითვალისწინებს ხეობის განვითარების კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერიაში უკვე შედგა.
ავტორები ამბობენ, რომ ხეობის ძირითადი ნაწილი მწვანე ზოლსა და საგანმანათლებლო ცენტრს დაეთმობა.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი მიშა ბალიაშვილი ამბობს, რომ ტერიტორია უკვე დაყოფილია სამ ნაწილად, რომელთაგან ყველაზე დიდი ტყე-პარკს დაეთმობა. შემდეგი იქნება სპორტული კომპლექსების ტერიტორია, რომელიც ახალ ჩოგბურთის მოედანთან გაშენდება.
პროექტის თანახმად საგანმანათლებლო ცენტრები ე.წ. ღორეშას დასახლებასთან გაშენდება.
პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურშიც. სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი იდეას მიესალმება.
"მნიშვნელოვანია განცდა, რომ მოქალაქეები აყალიბებენ იმ სივრცეს, რომელშიც უნდა იარსებონ,"- აცხადებს მოსულიშვილი.
ავტორი: ეკო მაღრაძე