20 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
3 წლის წინ არასრულწლოვნის მოყვანის გამო ნადიმ პაქსაძე სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს

22 წლის ნადიმ პაქსაძე ხელისუფლებას სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას თხოვს.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 12 ნოემბერს, მას შემდეგ აღიძრა, რაც მეორე ვაჟი შეეძინა და სამოქალაქო რეესტრში დაარეგისტრირა.

19 წლის ნადიმ პაქსაძემ 3 წლის წინ, ცოლად 13 წლის მაია სოლომონიძე მოიყვანა.

სოციალურად დაუცველ წყვილს უფროსი შვილი 2 წლის ჰყავს. პაქსაძე ამბობს, რომ პირველი შვილის რეგისტრირებისას ოჯახს პრობლემა არ შექმნია, მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ კი იგი საგამოძიებო სტრუქტურებში დაიბარეს.

ნადიმ პაქსაძის ინფორმაციით, ოჯახში 2 ავადმყოფია და შვიდსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა. იგი ოჯახს თურქეთში მუშაობით ინახავს.

ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 140-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან წინასწარი შეცნობით.

დღის ამბები