საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა ბაზარზე უკვე შემცირებულია. მოსახლობას ხორცის ნაწარმის გარდა ხილის ყიდვაც უჭირს.
ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის გამო, რომლის დონემ 6,3 პროცენტს მიღწია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს. გიორგი ქადაგიძე ინფლაციის პიკს მომავალი წლის პირველ კვარტალში ელოდება.
მმართველი გუნდი ინფლაციის დონის მატებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს გიორგი ქადაგიძისგან ითხოვს.
არ არის გამორიცხული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოშიც დაიბარონ.
ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს და ხელისუფლებას კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენას სთხოვს. საპარლამენტო უმცირესობა მზადაა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საკუთარი წინადადებები შესთავაზოს.
ოპოზიციის შენიშვნები მიუღებელია ეკონომიკური გუნდისთვის. ეკონომიკის მინისტრი ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაბრუნებას მომავალი წლის ბოლოსთვის ვარაუდობს.
ავტორები: ნატა მახვილაძე, გიორგი ჩიკვილაძე.