აქციების გამართვის აუცილებლობაზე თანაგუნდელები მას შემდეგ ალაპარაკდნენ რაც ერთ-ერთი აიპ-ის, ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მიხეილ ჭიპაშვილი გამგებელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად რაიონის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაასახელა.
კომისიის თავმჯდომარისთვის ვარლამ ჭიპაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კათილმოწყობის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი უარყოფს. ამბობს, რომ მოგვარეს კაბინეტში კონკრეტული საკითხების გასარკვევად მიაკითხა.
განცხადება ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ დღეს მარნეულის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმაც გააკეთა.
რაგიმ ასკეროვი აცხადებს, რომ მმართველის პარტიის წევრები პენსიის 50 ლარით მომატების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების გამო გაღიზიანდნენ.
მარნეულის საკრებულოს ოპოზიციამ მომხდარის გამოსაძიებლად სამართალდამცველებს უკვე მიმართა.
ავტორები: ეკა გაგუა, ედიშერ მუშკუდიანი.