08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად ნორვეგიას ძლიერმა შტორმმა გადაუარა

ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად ნორვეგიას ძლიერმა შტორმმა გადაუარა.

გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთის რაიონები დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და გზები, რამდენიმე რაიონში მეწყერიც ჩამოწვა.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტიქიის გამო შეფერხებულია საბორნე მიმოსვლა.

დროებით შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის მთავარ მაგისტრალზეც. მსგავსი მასშტაბის სტიქია ნორვეგიაში 1897 წლის შემდეგ არ ყოფილა.

დღის ამბები