ხვალ რუსთაველის თეატრში პრემიერაა - სპექტაკლი დიდ სცენაზე ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დაიდგა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.
დავით საყვარელიძემ თანამედროვე ლისისტრატეს ორი მთავარი მიმართულება გამოყო. ერთი ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას ეხმაურება, მეორე - პრობლემას, რომელიც საქსტატის მონაცემებს შორს სცდება და დღევანდელი მსოფლიოს მთავარი საფრთხეა.
ავტორი: მაია ლომიძე.