20 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მოსწავლეთა წერილები ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისთვის

მოსწავლეთა წერილები ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისთვის - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა ათეულობით წერილი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან მიიღეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მოზარდებს საპასუხო წერილებიც გაუგზავნეს.

მსგავსი კომუნიკაციის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. პროექტი უკვე სამი წელია ხორციელდება.

 

დღის ამბები