08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
„თითოეულმა უკრაინელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა აღმოიფხვრას კორუფცია ქვეყანაში" - ჯო ბაიდენი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო მთავარი გზავნილი, რაზეც შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში გამართული შეხვედრების დროს გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონმა კიევს ახალი 190 მილიონი დოლარის დახმარებაც გამოუყო.

ბაიდენმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის პასუხისმგებლობაზე, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საფასური უფრო დიდი იქნება.

„თითოეულმა უკრაინელმა, ბიზნესის წარმომადგენელმა და ჩვეულებრივა მოქალაქემ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა აღმოიფხვრას კორუფცია ქვეყანაში. უკრაინელების იმედები ხელახლა არ უნდა დაიმსხვრეს კორუფციის გამო,“ - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.

პოროშენკოსგან ბაიდენმა კოალიციის ანტი ტერორისტულ ოპერაციებში მხარდაჭერის პირობა მიიღო.

„ჩვენ მხარში ამოვუდგებით ანტი ტერორისტულ კოალიციას, რადგან ტერორისტული საფრთხეები უკრაინისთვის უცხო არ არის,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

დღის ამბები