08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
აფეთქება მოსკოვის ცენტრში - დაშავებულია 4 ადამიანი

აფეთქება მოხდა მოსკოვის ცენტრში, ერთერთ ავტო სადგურზე. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შუშის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

გამოძიების ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ხელნაკეთი ბომბი გახდა, რომელიც სავარაუდოდ, მანქანიდან ან შენობის ფანჯრიდან ისროლეს.

მიუხედავად ამისა, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მინიჭებია. საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული. გამოძიება ეჭვმიტანილს ან ეჭვმიტანილთა ჯგუფს ეძებს.

 

 

დღის ამბები