08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ოფიციალური ანკარა ერაყის ტერიტორიიდან ჯარების გამოყვანას არ აპირებს

ოფიციალური ანკარა ერაყის ტერიტორიიდან ჯარების გამოყვანას არ აპირებს. ასეთია თურქეთს ოფიციალური პოზიცია ერაყის ხელისუფლების მოთხოვნაზე.

ბაღდადმა ამისთვის ანკარას 48 საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება, რის შემდეგაც ერაყი საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანას აპირებს.

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილის განცხადებით, თურქული ჯარების ერაყის ტერიტორიაზე ყოფნა ისლამური სახლემწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია და ადგილობრივი სამხედროების წვრთნას ისახავს მიზნად.

თურქული მხარე ორ ქვეყანას შორის დიალოგს მინისტრების დონეზე ითხოვს. ოფიციალურიმა ანკარამ ერაყის ტერიტორიაზე სამხედროები და მძიმე ტექნიკა 4 დეკემბერს გაგზავნა.

დღის ამბები