20 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატები" თბილისის მერიას მიმართავენ

თბილისის მერიას მიმართავენ დღეს თავისუფალი დემოკრატები. ოპოზიციური პარტია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს წარმოუდგენს.

თავისუფალი დემოკრატების თქმით, თბილისელებს ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები აწუხებთ, რომელთა მოსაგვარებლად მერია შესაბამისად არ ზრუნავს.

მათივე მტკიცებით, მთავარ პრობლემად რჩება მოსახლეობასა და დედაქალაქის მთავრობას შორის კომუნიკაციის დეფიციტი.

„ეს არის სოციალური პრობლემები, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს არის დასაქმების პრობლემები, ავარიული სახლები. ამის მონიტორინგს განვახორციელებთ, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორ გადაწყდა ამა თუ იმ ადამიანის კონკრეტული პრობლემა,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები