08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
მიხეილ ხადარკოვსკიზე კვლავ ფედერალური ძებნა გამოცხადდა

მიხეილ ხადარკოვსკიზე კვლავ ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ამჯერად იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელს 1998 წელს მომხდარ მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებენ.

რუსული მედიის ცნობით, მას ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად უკვე წაუყენეს და 11 დეკემბერს დაკითხვაზეც დაიბარეს. პროკურატურის მიერ გაგზავნილი უწყების ასლი ხადარკოვსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. იმ შემთხვევაში თუ ხადარკოვსკი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, შესაძლოა პროკურატურამ მასზე საერთშორისო ძებნა გამოაცხადოს და დაკავებაც მოითხოვოს.

დღის ამბები