ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა აქცია სოფელ გოლაბერეჟოულში. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
აქციოის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას, შიდა გზების მოწესრიგებას და გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.