20 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა

ნინო სურგულაძეს დღეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა. ქართველ მეცო- სოპრანოს ეს ჯილდო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იტალიის პრეზიდენტმა მიანიჭა.

ნინო სურგულაძე 22 წლის ასაკში ლასკალას აკადემიაში ჩაირიცხა. მას შემდეგ მან, იტალიის გარდა, წამყვანი საოპერო პარტიები მსოფლიოს სხვა დიდ სცემებზეც შეასრულა.

იტალიასა და მის მშობიურ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისთვის მეცო-სოპრანოს სიგელი და ორდენი საქართველოში იტალიის ელჩმა გადასცა.

დღის ამბები