20 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ქორიძემ რუსთავი2-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ დღეს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის თბილისში არ იმყოფება და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ჩამოვა, ის თავად დაუკავშირდება პროკურატურას.

როგორც ქორიძემ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, თბილისში ხვალ გეგმავს დაბრუნებას და არ არის გამორიცხული, პროკურატურაში ხვალვე მივიდეს. 

ქორიძემ სატელეფონო საუბრის დროს ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები დაადასტურა და განაცხადა, რომ იყო კონკრეტული საქმეები, სადაც ესა თუ ის პირი სიაში ამა თუ იმ პატიმრის ჩასმას ითხოვდა.

ქორიძემ სატელეფონო საუბრის დროს კონკრეტული საქმეები არ დაასახელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები