"უფრო და უფრო უმწეოები ჩანან. თუ ერთი სპექტაკლის ნახვის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ისე კარგავს გონს, რომ მას შეუძლია, დაარღვიოს კონსტიტუცია და მიიიღოს ახალი კანონი, ჩვენ ვყოფილვართ გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ეს, თუნდაც, 2 დღის წინ გვეგონა," - ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილმა გააკეთა.
ხატიაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს არა აქვთ ძალა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ კონსტიტუცია უმაგრებს მხარს, არ დაეთანხმონ საპატრიარქოს.
"ეს არ არის მხოლოდ ემოციურ ფონზე წარმოთქმული სურვილი, თუ პატრიარქის თუ შემდგომ პოლიტიკოსების მხრიდან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის ინიდიკატორი თუ რამდენად ძლიაერია საპატრიარქოს ძალაუფლება და როგორ იხრიან ქედს მოქმედი პოლიტიკოსები მის წინაშე, რომლებიც ვერ ეწინააღმდეგებიან საპატრიარქოს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უმაგრებთ ზურგს," - აცხადებს თეო ხატიაშვილი.