წლის გამორჩეული მოხალისეები დააჯილდოვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. პროგრამის საქართველოს მოხალისე 2015-ის მონაწილეებს სიგელებიც გადასცეს.
ასევე გაიმართა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია. პროექტის მიზანია მოხალისეობის ერთიანი ქსელის განვითარება და ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.