08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
მიშელ პლატინი მისთვის საქმიანობის შეჩერებას ასაჩივრებს

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ლოზანის სპორტული დავების არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა. პლატინი იმ აკრძალვას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მას ფეხბურთში საქმიანობა 90 დღის ვადით შეუჩერდა.

საუბარია 2 მილიონ ფრანკზე, რომელიც პლატინიმ ფიფას ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერისგან მიიღო და მის ფინანსურ დეკლარაციაში არ აისახა. სპორტული არბიტრაჟი პლატინის სარჩელს მიმდინარე კვირაში განიხილავს და გამამართლებელი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, მას ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც აღუდგება.

ის ასევე მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაში, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს.

"საკუთარ სიმართლეში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, ჩემმა ადვოკატებმა საკმაოდ არგუმენტირებული დასკვნა მოამზადეს და დარწმუნებული ვარ, რომ სპორტული არბიტრაჟი ყველა სანქციას მომიხსნის. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ ფიფას პრეზიდენტობაზე, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა მიშელ პლატინიმ. 

დღის ამბები