20 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
„პრობლემა არის არა ეკლესიაში, არამედ ხელისუფლებაში“, - ელენე ხოშტარია

აქცია „გადადექი, წადი მონასტერში“ 8 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა გააუქმეს. მიზეზი ორგანიზატორების თქმით, საზოგადოების ერთი ჯგუფის მხრიდან მუქარის შემცველი წერილები და შესაძლო საფრთხეები იყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდათ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პატრიარქმა გამოთქვა სურვილი მასაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ამ თემაზე განცხადებები გააკეთეს და არ გამორიცხეს პატრიარქის მონაწილეობა ამ პროცესში. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციის მოთხოვნა არ იყო მიმართული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისადმი, არამედ სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ, რომლებმაც აიტაცეს პატრიარქის მესიჯი.

„პრობლემა, რაც ამ დღეებში გამოვლინდა, არის არა ეკლესიაში, არამედ ხელისუფლებაში, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი რას ნიშნავს, საერო, ლიბერალური, კონსტიტუციაზე დაფუძნებული სახლემწიფო და პოლიტიკური სპეკულაციების გამო ჩათვალეს, რომ ერთერთი საკონსტიტუციო-სამართლებრივი ფუნქცია მიანიჭონ ეკლესიას, რომელიც აბსოლუტურად ამისთვის არ არის განკუთვნილი. ლიბერალურ სახელმწიფოში არავინ არ ზღუდავს ეკლესიას, ის ჰარმონიულად თანაარსებობს სახელმწიფოში სხვა ჯგუფებთან ერთად. მას აქვს  მკაფიოდ განკუთვნილი ადგილი და ის ვერ ერევა სამართლებრივ პროცესებში“, - განაცხადა არასამტავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციი დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები