08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
რუსეთმა სირიაში წყალქვეშ პირველი იერიში განახორციელა

რუსეთმა სირიაში, წყალქვეშა ნავიდან, პირველი იერიში განახორციელა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს, რომლებიც ხმელთაშუაზღვაში დისლოცირებული წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

სერგეი შოიგუს თქმით, ყველა სამიზნე განადგურებულია. თავდაცვის მინისტრმა ოპერაციის შედეგები ვლადიმერ პუტინს გააცნო. რუსეთის ლიდერმა კი იმედი გამოთქვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ დასჭირდებათ ისეთი რაკეტების გამოყენება, რომლებსაც ბირთვული ქობინები აქვთ.

დღის ამბები