ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის გათავისუფლებაზე განცხადებები დილიდან კეთდება საკრებულოში.
ნაციონალური მოძრაობა მერიის მერ მიღებულ გადაწყვეტილებას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.
მათივე განცხადებით, თამაზ დარჩიძე, რომელიც ახლა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია, მანამდე ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. სწორედ მან მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.
“ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ აშენებს პანორამა თბილისს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს იქნებოდა მისი რეზიდენციის ეზოდ გამოყენებული. აქაც თბილსის მერიამ ნაჩქარევად დაიწყო შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მხოლოდ პანორამა თბილისისთვის რასაც 400-მდე ხეც კი შესწირა. და ორივეგან იკვეთება ივანიშვილის ინტერესებში. ბათუმში ღიად საუბრობენ, რომ თამაზ დარჩიძე არის ბიძინა ივანიშვილის ძმის ფავორიტი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, თბილისის ბოტანიკური ბაღის უკვე ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
თამარ ცინცაბაძე აცხადებს, რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო მერიიდან.
„ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის განცხადება აღძრავს რა თქმა უნდა გარკვეულ ეჭვებს,“ - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.