საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, საზედამხედველო ფუნქციის თვალსაზრისით თბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის საკრებულოები სუსტია. ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაზე ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაციაში საკრებულოების მუშაობის არაეფექტურობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მერიის საქმიანობა მათი მხრიდან სათანადოდ ვერ კონტროლდება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ დღესვე საზოგადოებას კიდევ ერთი ანგარიში გააცნო, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ გატარებულ რეფორმას ეხება.