20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის იურისტები მოსამართლე ურთმელიძეს კიდევ ერთ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ

რუსთავი 2-ის იურისტები თამაზ ურთმელიძეს კიდევ ერთ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებზე დადებული ყადაღისა და სხვა უფლებებზე დაწესებულ შეზღუდვებზე საჩივარი მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოში უნდა გადაეგზავნა.

5 დღიანი ვადა კი 8 ნოემბერს ამოიწურა. შედეგად ამ დრომდე ძალაში რჩება საქართველოს წილებზე ყადაღა, რუსთავი 2-ს კი ეზღუდება უფლება, მიიღოს 6 მილიონის ათვისების შესაძლებლობა.

ტელეკომპანია საქართველო გეგმავდა ამავე კომპანიის წილის გაყიდვას და მყიდველი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საქართველოს შვილობილ კომპანია რუსთავი 2-ში ინვესტიცია.

რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის, თქმით, ურთმელიძის ქმედებით კიდევ ერთხელ, ტელეკომპანია საქართველოს და ყარამანიშვილებს ერთმევათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და რუსთავი 2-ს მატერიალური ზარალი ადგება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები