20 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ირაკლი ქუთელია ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

კიდევ ერთი ქართველი შეეწირა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი მებრძილი და დაშავდა 7.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა.

მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ. დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 

დღის ამბები