08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
უკრაინა მზადაა ვალთან დაკავშირებით რუსეთთან დავა სასამართლოში განაგრძოს

უკრაინა მზადაა ვალთან დაკავშირებით რუსეთთან დავა სასამართლოში განაგრძოს. ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა არსენ იაცენუკმა ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთი რესტრუქტურიზაციის სხვა პირობებს ვერ მიიღებს და თუ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, დავისთვის უკრაინული მხარეც მზადაა.

რუსეთის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს ვალის გადაუხდელობის გამო, უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა დაავალა. 3 მილიარდი დოლარის დასაფარად ოფიციალურ კიევს ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება.

დღის ამბები