08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
შეერთებული შტატები მზად არის, ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ძალები გაგზავნოს

შეერთებული შტატები მზად არის, ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ძალები გაგზავნოს.

ამ საკითხზე ქვეყნის თავდაცვის მდივანმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა. ეშტონ კარტერის თქმით, საუბარია სამხედრო ინსტრუქტორებსა და ვერტმფერენზე, რომლებიც ერაყის არმიას ქალაქ რამადიზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარებიან.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ქალაქი მაისიდან აქვთ დაკავებული. ბოლო პერიოდში კი მის დასაბრუნებლად ერაყის სამთავრობო ძალები მასშტაბურ შეტევას ახორციელებენ. გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა ამ დროისთვის ქალაქის ერთ-ერთი უბანი და სამხედრო ოპერაციების ცენტრი აიღეს.

დღის ამბები