08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ავსტრალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს

ავსტრალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ორივე სიდნეის გარეუბანში საკუთარ სახლებში აიყვანეს.

ერთი დაკავებული 20 წლის ახალგაზრდაა, მეორე კი - 15 წლის მოზარდია. გამოძიების ცნობით, ისინი ქვეყანაში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

დაკავებულებს ბრალს დღესვე წაუყენებენ. მათთან ერთად ანალოგიური ბრალდებით გაასამართლებენ კიდევ 3 ეჭვმიტანილს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით ისინი სამთავრობო დაწესებულებების გარდა პოლიციის შენობების აფეთქებას გეგმავდნენ.

დღის ამბები