20 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"ვერავინ ვერ შემიზღუდავს აზრის გამოთქმის თავისუფლებას,"- მოსამართლის განცხადებას ფირცხალავას მეუღლე პასუხობს

"ვერავინ ვერ შემიზღუდავს აზრის გამოთქმის თავისუფლებას,"- ასე გამოეხმაურა მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განცადებას ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია. 

მას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მათ მიერ გუშინ გამოვლენილი ინფორმაციის შესწავლა და არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. 

"ვერავინ ეჭვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებას ვერ შემიზღუდავს. მან გამოიტანა 109 განზრახ მკვლელობის მუხლით განაჩენი. სასამართლო პროცესი პოლიტიკურად
შეაფასა და სისხლიან პროცესად შეაფასა. განაჩენს მოტივი არ ჰქონდა,"- განაცხადა ნინო ხვიტიამ. 

მოსამართლის განცხადებას გიორგი ცააძის და გამოეხმაურა. 

"კოჭლამაზაშვილმა გასცეს პასუხი საიდან მოიტანა მან ეს თანხები და როგორ გადაიხადა ეს თანხები. თუ ვერ ხვდება ცილისწამება არვიცი. ეჭვის თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს დაგვინდა პასუხები, რომელიც მან შესაბამის ორგანოებს უნდა გასცეს,"- აღნიშნა ირინა ცააძემ. 

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი კი ამბობს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არ ისახავდა ვინმეს დაკნინებას, ველიჯანაშვილი ითხოვს გაეცეს პასუხი კითხვებს თუ როგორ მოახერხა ბადრი კოჭლამაზაშვილმა იპოთეკური სესხების წინასწარ გადახდა. 

"ოჯახის წევრებს ჰქონდათ ეჭვი და დოკუემნტების შემდეგ საფუძვლიანი გახდა. მათი მიზანი გამოძიების დაწყება იყო. დეკლარაციაში წერია ისიც,  რომ მოსამართლის დანაზოგი 102 ლარი იყო, თუ იქიდან ვივარაუდებთ რომ მან დააგროვა და გადაიხადა ეს დეკლარაციასთან შეუსაბამობაშია,"- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გუშინ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები ცილისწამებად შეაფასა. ბადრი კოჭლამაზაშვილი პროკურატურაში აღნიშნულის შესახებ საჩივრის შეტანას გეგმავს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები