20 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ბიუროკრატიული დანახარჯების გაზრდა,"- ლევან თარხნიშვილი

საქართველოს რაიონების ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მთავრობის წევრების ნათესავებისა და ქართული ოცნების აქტივისტების რაოდენობის ზრდაზე ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ.

ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს დღეს საქართველოს 8 რაიონის მონაცემები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ მუნიციპალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ხარჯების, პრემიებისა და დანამატების შემცირებით ხელისუფლებამ პენსიები 50 ლარით უნდა გაზარდოს.

„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ბიუროკრატიული დანახარჯების გაზრდა შეწყვიტოს და დღესვე მოუმატოს პენსიონერებს 50 ლარი,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

დღის ამბები