ქუთაისში დადაინის ქუჩაზე, რეაბილიტირებულ შენობაში 65 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. ბინის მფლობელებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და გასაღები გადასცეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელუარად, ქუთაისში 2 000 დევნილ ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 160 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.