ქუთაისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. მოგვიანებით, მათთან შესახვედრად ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიც მივიდა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში ბაგა-ბაღების სახელფასო ფონდი 300 000-ით იმატებს, შესაბამისად, ბაღების ყველა თანამშრომელს ხელფასი პროპორციულად გაეზრდება. მისივე თქმით, აღნიშნული აქცია, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული.
აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვის დაწყებას გეგმავენ.