გადაცემა სხვა შუადღის წამყვანმა, მერაბ დუკაშვილმა რჩეულთან ხელი გადაცემის მსვლელობისას მოაწერა. დუკამ და ნატალიამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. დაოჯახება კი, დაახლოებით, ერთი წლის წინ გადაწყვიტეს. უკრაინიდან საქართველოში საცხოვრებლად ნატალია 9 წლის შვილთან ერთად გადმოვიდა. წყვილის ხელისმოწერის შემდეგ, მათი ქორწინება მეჯვარეებმაც დაადასტურეს.
დუკას ვიზუალზე ავთანდილმა იზრუნა, პატარძლის კაბა კი დიზაინერ გვანცა ჯანაშიას ეკუთვნის. კიდევ ერთი სიურპრიზი, გადაცემაში საიდუმლო სანტას გამოჩენა იყო. რუსთავი 2-ის კორპორატიული გათამაშების შედეგად, სანტა ახლადდაქორწინებულებს ბარსელონაში სამოგზაუროდ უშვებს. წყვილი მის ვინაობას 31 დეკემბერს გაიგებს.